LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჩიკო ნიჟარაძე: „სტატისტიკამ გვაჩვენა, რომ სასურველი მეკვლე ვარ!.. ჩემს ორ მეგობართან ვიყავი მეკვლე და იმ წელს ორი კარგი ოჯახი შეიქმნა…“

379
აჩიკო-ნიჟარაძე

მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე ორი შვილის მამაა. მას საახალწლოდ ბევრი ტრადიცია აქვს. როგორც აღმოვაჩინეთ, მეკვლეობისას ძალიან კარგი ფეხი აქვს.

აჩიკო fortuna.ge-ს ესაუბრა.

„საახალწლო ტრადიცია ბავშვობიდან გვქონდა – 31-ში და ბედობას ჩემს ოჯახთან ერთად ვატარებდი, ახლა, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მუდმივად სადღაც ვარ, თუმცა ვცდილობ, ჩემი შვილები და მეუღლე სულ თან მყავდეს ახალ წელს.

რაც შეეხება ბედობის ტრადიციას, ვინარჩუნებთ და ოჯახში ერთად ვიკრიბებით, ვატარებთ ძალიან კარგ დროს.

ჩემს შვილებს თოვლის ბაბუის არსებობის სჯერათ, როგორც სხვა ბავშვებს. წინასაახალწლოდ ტრადიციულ წერილს ვუგზავნით თოვლის ბაბუას, მერე ველოდებით 31-ში ღამით საჩუქრებს, რა თქმა უნდა, თოვლის ბაბუც პატივს გვცემს და სადაც მივდივართ, იქ მოაქვს საჩუქრები…

თოვლის ბაბუა ბებიებთან და ბაბუებთან სახლებშიც გვაკითხავს და მოკლედ ასე საჩუქრებით დახუნძლულები ვბრუნდებით სახლში

ბავშვობიდან კარგო ფეხი მქონდა და არა მარტო ჩემს ოჯახში, არამედ რამდენიმე ჩემს მეზობელთანაც ვიყავი მეკვლე ყოველ წელს…

მახსოვს, ჩემს ორ მეგობართანაც ვიყავი მეკვლე და იმ წელს ორი კარგი ოჯახი შეიქმნა.

გამოძახებით მეკვლედ  არ ვმუშაობ (იცინის).

მოკლედ, სტატისტიკამ გვაჩვენა, რომ სასურველი მეკვლე ვარ, თუმცა ახლა ჩემს შვილებს გადავაბარე ეს ტრადიცია.

სულ დამავიწყდა ნაძვის ხის აწყობა ჩემს გარეშე არ ხდებოდა სახლში და არც ახლა არ ხდება…

ძალიან მიყვარს სახლის მორთვა ოჯახთან ერთად, ბავშვებთან ერთად და სახლის გალამაზება საახალწლო მორთულობით“.

magti 5g