პერსონალური ილუსტრაციებისა და ხმის ვიზუალების შემოქმედებითი ბრენდი ” Moriarty” მომხმარებელს ირიგინალური საჩუქრების იდეებს სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას ბრებნდის დამფუძნებელმა ისაუბრა, ბრენდის მთავარი მიმართულება პოსტერებია, კერძოდ, თქვენ საშუალება გეძლევათ სასურველი ფოტო ილუსტრაციად აქციოთ და საყვარელ ადამიანს სიმბოლური, თქვენივე ფანტაზიითა და გემოვნებით შექმნილი პოსტერი აჩუქოთ.
ამ ჯერად კი, ” Moriarty” გაძლევთ შესაძლებლობას თქვენს მეორე ნახევრებსა თუ ოჯახის წევრებს თქვენი ხმაც აჩუქოთ, ამისთვის საკმარისია ჩაწეროთ სასურველი სიტყვები და ხმოვანი შეტყობინების სახით ბრენდის ოფიციალურ გვერდზე გადაგზავნოთ.
საჩუქრის ფასები 30 ლარიდან იწყება, გამზადებულს კურიერი მოგართმევთ.
ბრენდი ” Moriarty” 2014 წელს დაარსდა და უკვე უამრავ ადამიანს დაეხმარა ორიგინალური საჩუქრის მომზადებაში.