ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „კოვაიდერის“ ფეისბუქ-გვერდზე ინტერნეტ მომხმარებლების მეირ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
ერთ-ერთი კითხვა ბავშვთა ასაკში გეგმიურ აცრებს ეხებოდა, როდის შეიძლება აიცრას ბავშვი, თუ მან უკვე გადაიტანა კოვიდ ინფექცია:
ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა. მასმედია სტატიტიკასაც კი აქვეყნებს, რომ დაახლოებით 22-23 მილიონი ადამიანს წითელა-წითურა-ყბაყურას აცრა დაუგვიანდა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ დაგვიანებით მეორე ტიპის პანდემიის განვითარებას არ შევუწყოთ ხელი. არავითარი მტკიციებულება, როდის უნდა გაკეთდეს ვაქცინა, კვლევებით არ არსებობს. ჩვენ გამოვდივართ სამედიცინო ლოგიკიდან, თუ ადამიანს აქვს რაიმე მწვავე დაავადება, მას არავითარი ვაქცინა არ უნდა გაუკეთდეს. როდესაც ადამიანი გამოჯანმრთელდება და გავა 10 დღიდან 2 კვირამდე დრო, თუ მას არ უნარჩუნდება ტემპერატურა, მე ვაძლევ რეკომენდაციას, რომ ამ ადამიანებმა ყოველგვარი შიშის გარეშე გაიკეთონ ვაქცინა.
დამოკიდებულია თუ არა კოვიდის მიმდინარეობის სიმძიმე სისხლის ჯგუფზე:
ეს თემა უკვე დიდი ხანია ისმის და ამიტომ მე ბევრი რამ მოვიძიე, გულწრფელად, რომ გითხრათ, რაიმე დასაბუთება ინფორმაცია არ არსებობს. პირველი ჯგუფის სისხლი ნიშნავს, რომ ადამიანს ანტიგენი არ აქვს, აქვს მარტო ანტისხეულები. ამიტომაც არის, რომ პირველი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანი არის უნივერსალური დონორი, რადგან მას აქვს ანტისხეულები. ეს ანტისხეულები მას შეიძლება გამოადგეს ვირუსთან შეგუების პროცესში. ამას არავითარი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს და არ ნიშნავს იმას, რომ პირველი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებმა უნდა გაილაღონ, არ ატარონ პირბადე ან არ დაიცვან დისტანცია.
ტემპერატურა კოვიდის შემდეგ:
მე როდესაც პედიატრის რეზიდენტი ვიყავი და ბატონ ნუგზარ უბერთან დიდ დროს ვატარებდი, მაშინაც ეს პრობლემა იყო ხოლმე და ხშირად ლიტერატურასაც ვეძებდით. ლოგიკურად გამომდინარე, შესაძლოა ინფექციურმა პროცესმა გამოწივიოს ეს პროცესი. თუ ეს ხანგრძლივად ფიქსირდება, 2-ან 3 წელი, მაშინ აქ სხვა პრობლემებია საძიებელი, მაგრამ დღეს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს უნდა შეფასდეს როგორც მოვლენა, რომელიც უკავშირდება კოვიდს. თუ პაციენტი ამ დროს ცუდათაა, ამას ემატება სხვა სიმტომები, მაშინ შესაძლოა ეს იყოს სხვა ორგანიზმში მიმდინარე მძიმე პროცესები. ამიტომ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა იყოს გარჩეული. ცხადია 35-ს ქვემოთ ტემპერატურა საშიშია, ამიტომ ადამიანი უნდა დავათბუნოთ, ჩავაწვინოთ თბილ აბაზანაში, დავალევინოთ თბილი ჩაი, რომ მას ტემპერატურა მექანიკურად ავუწიოთ, თუ ეს არ ხერხდება, პაციენტი უნდა გადავიყვანოთ სტაციონარში.