LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აცვია მოლურჯო ქურთუკი და მოლურჯო შარვალი, გთხოვთ, თუ შეგხვდათ, აუცილებლად შეგვატყობინეთ“ – თბილისში 31 წლის მამაკაცს ეძებენ

500
გიორგი მამულაშვილი

თბილისში 31 წლის მამაკაცს, გიორგი მამულაშვილს ეძებენ.

როგორც „ფორტუნას“ გიორგი მამულაშვილის დამ – ანა მამულაშვილმა უთხრა, გიორგი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე სახლიდან 10 დეკემბერს, ღამის 23:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია.

„10 დეკემბრის ღამეს, როდესაც გვეგონა, რომ ეძინა, 02:30 საათზე დედა მის ოთახში შევიდა და აღარ დახვდა. ძებნის ოპერაციაში პოლიცია მალევე, გამთენიისას ჩაერთო და ორთაჭალაში დაიწყო ძებნა. სამართალდამცველების თქმით, ვიდეოებში თავდაპირველად მისი მოძრაობა ჩანს, ბოლოს კი კვალი იკარგება. ტელეფონი სანაპიროზე უცხო პირმა ნახა და რომ დავურეკეთ, გვიპასუხა.

გიორგი მორწმუნე, ეკლესიურია. ეჭვი გვაქვს, რომ მონასტერშია, ახლობლისთვის უთქვამს, პრობლემებით დავიღალე და შეიძლება მონასტერში წავიდეო.

აცვია მოლურჯო ქურთუკი და მოლურჯო შარვალი. გთხოვთ, თუ ვინმე რაიმეს გაიგებთ, შეგვატყობინოთ“, – უთხრა ანა მამულაშვილმა „ფორტუნას“.

დაკარგული მამაკაცის და, გიორგი მამულაშვილის შესახებ სოციალურ ქსელშიც წერს და საზოგადოებას საკონტაქტო ინფორმაციას უზიარებს:

„ვეძებთ გიორგი მამულაშვილს. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსზე. სახლიდან გავიდა 10 დეკემბერს საღამოს 23:00 საათზე, 31წლის. ამ დრომდე სახლში არ დაბრუნებულა. თუ ვინმეს შეგხვდათ, აუცილებლად შეგვატყობინეთ. 597 559 251 – ანა, გთხოვთ გადააზიაროთ“, – წერს ანა მამულაშვილი.

ვეძებთ გიორგი მამულაშვილს.თბილისში ბერი გაბრიელ სალოსზე.სახლიდან გავიდა 10 დეკემბერს საღამოს 23:00 31წლის. ამ დრომდე…

Posted by Ana Mamulashvili on ოთხშაბათი, 11 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g