LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

AD BLACK SEA 2022 კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა – ყველაზე მეტი ჯილდო ქართულ კომპანიებს ერგო

57
balck sea

ბათუმში AD BLACK SEA 2022 კრეატივის 2-დღიანი საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში. ფესტივალის გრანპრი JWT მეტრო-ს გადაეცა, ქართულმა კრეატიულმა სააგენტომ „ვინდფორსმა“ საუკეთესო ადგილობრივი სააგენტოს წოდება მიიღო, ოქრო გადაეცა Holy Motors-საც.

წინასწარ შერჩეული საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით, ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო სხვადასხვა ნომინაციაში გადაეცათ უკრაინის, ყაზახეთის, ბულგარეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს.

ფესტივალი ყოველწლიურად ქალაქ ბათუმში იმართება და რეკლამით და მარკეტინგით დაინტერესებულ ადამიანებს აერთიანებს. პროგრამა ერთნაირად საინტერესოა როგორც უკვე გამოცდილი პროფესიონალებისთვის, ასევე დამწყებებისა და სტუდენტებისთვის.

ორდღიანი პროგრამა სემინარებით, ვორკშოპებით, პანელური დისკუსიებით და საღამოს პროგრამით იყო დატვირთული.

ფესტივალი უკვე მეექვსე წელია იმართება და რეგიონში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი მიზანი ამ პლატფორმის ირგვლივ შავი ზღვის აუზის ქვეყნების გაერთიანება, ერთმანეთისთვის ცოდნის და გამოცდილების გაზიარება და რეგიონში საქართველოს როლის გაძლიერება იყო. წლიდან წლამდე ფესტივალის მასშტაბის ზრდა ამ მიზნის წარმატებით განხორციელებისკენ მიუთითებს და რიგით მეექვსე ფესტივალზე, ორწლიანი პანდემიური პაუზის მიუხედავად, ღონისძიებას სტუმრების რეკორდული რაოდენობა ესწრებოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფესტივალის გუნდის გადაწყვეტილებით, AD BLACK SEA არ იღებდა რუსულ და ბელარუსულ ნამუშევრებს და სტუმრებს.

განსაკუთრებული პირობით სარგებლობდნენ უკრაინელი კოლეგები. მათთვის კონკურსში მონაწილეობა უფასო, ხოლო ფესტივალზე დასწრება ნახევარ ფასად იყო შესაძლებელი.

 

 

ფესტივალზე საერთო ჯამში 7 ქვეყნიდან 500-მდე ნამუშევარი იყო წარდგენილი.

საკონკურსო 11 კატეგორია კი ასე გამოიყურებოდა: 

ADVERTISING CAMPAIGNS

BRANDED CONTENT & VISUAL STORYTELLING

DESIGN & BRANDING

DIGITAL & MOBILE

DIGITAL & MOBILE craft

FILM

FILM CRAFT

MEDIA

OUT OF HOME

PRINT & PUBLISHING

CREATIVE EFFECTIVENESS

რაც შეეხება სასემინარო პროგრამას, ფესტივალზე სპიკერები მოწვეული იყვნენ დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, აშშ-დან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და ა.შ. სტუმრებს შორის იყვნენ მაღალი დონის პროფესიონალები, რომლებიც საკუთარ ფასდაუდებელ გამოცდილებას და ცოდნას უზიარებდნენ დელეგატებს და განიხილავდნენ დარგისთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებს.

ფესტივალზე ონლაინ ჩაერთო სარეკლამო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და დამსახურებული კრეატიული დირექტორიც Sir John Hegarty, რომლის წიგნიც წელს პირველად ითარგმნა ქართულად, ფესტივალის დამფუძნებლის ინიციატიცით. 

AD BLACK SEA 2022 პროფესიული ზეიმი და ერთგვარი გადატვირთვაა დარგის წარმომადგენლებისთვის. ორგანიზატორები იმედს იტოვებენ, რომ ორწლიან პაუზის შემდეგ დელეგატებს მომავალ წლამდე საკმარისი ემოციები და შთაგონება გადასცეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g