მოსკოვში ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ადა მარშანიამ, ემზარ კვიციანს მედიისთვის კომენტარის გაკეთების საშუალება არ მისცა.
კვიციანს სურდა, ჟურნალისტებთან ვანო ჯავახიშვილის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო საგამოძიებო უწყებაში დაბარების ფაქტზე ესაუბრა, რისი საშუალებაც მას ადა მარშანიამ არ მისცა. თავიდან კვიციანმა მარშანიასთან შეწინააღმდეგება სცადა, მაგრამ მან შეთანხმება შეახსენა, რომ კომენტარს არ გააკეთებდა. ბოლოს კი ხელი მოჰკიდა და ოთახში შეიყვანა.