LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამ კინზინგერი რეზოლუციას წარადგენს, რომლის მიხედვითაც, ამერიკის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ჩართვა შეეძლებათ

699
106967756-1635518507454-gettyimages-1235990367-january6_BC_295_101921JPG

რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი რეზოლუციას წარადგენს, რომლის მიხედვითაც, ამერიკის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ჩართვა შეეძლებათ. ინფორმაცია კიზინგერის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

პრესრელიზში ნათქვამია, რომ ერთობლივი რეზოლუციის შემოღების შემთხვევაში, ნებადართულია გამოყენებულ იქნას აშშ-ის შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად იმ შემთხვევაში, თუ ვლადიმერ პუტინი გააძლიერებს ომს ჩვენი დემოკრატიული მოკავშირეების წინააღმდეგ.

“2022 წლის რეზოლუცია შეერთებული შტატების პრეზიდენტს უფლებას მისცემს გამოიყენოს ჩვენი ძალები იმ სცენარზე რეაგირებისთვის, რომელშიც რუსეთის ფედერაცია გამოიყენებს ქიმიურ, ბიოლოგიურ ან ბირთვულ იარაღს უკრაინის წინააღმდეგ” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები