ადამ ლევინი და ბეჰატი პრინსლუ მეორედ გახდნენ მშობლები. წყვილს ქალიშვილი, რომელსაც გეო გრეისი დაარქვეს, ამ დღეებში შეეძინა. ინფორმაცია მათთან დაახლოებულმა წყარომ გაავრცელა, თუმცა ბავშვის დაბადების ზუსტი თარიღი მან არ გაამხილა.
შეგახსენებთ, რომ ბეჰატიმ ორსულობის შესახებ გასული წლის შემოდგომაზე განაცხადა, როდესაც სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა.
წყვილმა 2014 წლის ივლისში იქორწინა. მათ უკვე ჰყავთ უფროსი ქალიშვილი დასტი როუზი, რომელიც 2016 წლის სექტემბერში დაიბადა.