LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამ ლევინი „სუპერბოულზე“ გაშიშვლდა  – 2019 წლის მთავარი შოუ შედგა (ვიდეო)

adam

სულ რამდენიმე საათის წინ ატლანტაში წლის ყველაზე გრანდიოზული მუსიკალურ შოუ, „სუპერბოული“ დასრულდა. ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ჰედლაინერი წელს ჯგუფი Maroon 5 გახდა, რომელმაც შოუს მსვლელობისას ჯგუფის ყველაზე პოპულარული ჰიტები შეასრულა.

წელს შოუ სპეცეფექტებით განსაკუთრებულად გამოირჩეოდა, ისევე როგორც ადამ ლევინი თავისი ჰიპერაქტიულობით. მან ჯერ სცენაზე ქურთუკი გაიძრო, შემდგე კი წელსზევით გაშიშვლდა და ტატუირებული სხეული გამოიაჩინა. მასთან ერთად „სუპერბოულის“ სცენაზე რეპერები, სკოტ ტრევისი და „ბიგ ბოი“ ვიხილეთ.

„სუპერ ბოულის“ მსვლელობისას აჩვენეს კადრები ცნობილი ანიმაციური ფილმიდან „სპანჯბობი“. ამით შოუს ირგანიზატორებმა პატივი მიაგეს მულტფილმის შემქმნელს სტივენ ჰილებურგს, რომელივ ნოემბერში გარდაიცვალა.

შოუ კი გლედის ნაითის მიერ შესრულებული ჰიმნით გაიხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები