LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამ ლევინის Fake მაზერატის ავტოსთორი

13
adam-levine

ამერიკული ბენდის, maroon 5-ის ფრონტმენი ადამ ლევინი კლასიკური ავტომობილებით აღმოჩნდა გატაცებული, რაც გასაკვირი არც არის. სუპერვარსკვლავების ძალიან დიდ ნაწილს ვინტაჟური, სუპერქარები ძალიან ხიბლავთ და მათში სოლიდური თანხის გადახდაც არ ენანებათ.

თუმცა ადამ ლევინი, როგორც ამბობს მოტყუებული აღმოჩნდა. მუსიკოსმა 1971 წლის Maserati Ghibli SS Spyder თითქმის მილიონ დოლარად შეიძინა. ირკვევა, რომ ლევინის შენაძენი სულაც არ აღმოჩნდა ის, რაც ეგონა.

თავის დროზე, ეს მაზერატი 45 ეგზემპლარად გამოუშვა კომპანიამ, შესაბამისად დღეს თითოეული მათგანი ძალიან, ძალიან ძვირფასია. უნიკალური მოდელის შესაძენად maroon 5-ი ფრონტმენმა მისი ორი, 60-იანი და 70-იანი წლების ფერარი გაიღო და ზემოდან 100 000 დოლარიც დაამატა, საერთო ჯამში კი თანხამ 950 000 დოლარი შეადგინა.

მუსიკოსმა გამყიდველის წინააღმდეგ სარჩელი თაღლითობის ბრალდებით შეიტანა.

საბუთებიდან ირკვევა, რომ ადამ ლევინზე 2015 წელს მიყიდული მანქანა აუქციონიდან ამოღებულ იქნა იმის გამო, რომ მანქანას აქვს VIN კოდი AM115.492.1241 – იგივე VIN-ს კი ატარებს სხვა Maserati-ც.


მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ ორიგინალური Maserati Ghibli-ს საფარქვეშ გაყიდულ SS Spyder-ს აქვს ყალბი მარკირება – შასის ნომერი დამზადებულია იტალიური ბრენდის 70-იანი წლების მანქანებისთვის არადამახასიათებელ სტილში. მუსიკოსის ადვოკატებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს ფაქტი მანქანის  ღირებულებას მნიშვნელოვნად ამცირებს.

სარჩელი რიკ კოულს ადანაშაულებს რამდენიმე ბრალდებაში, მათ შორის მყიდველის შეცდომაში შეყვანაში, ხელშეკრულების დარღვევასა და ინფორმაციის განზრახ დამალვაში თაღლითური მიზნებისთვის. ლევინი ითხოვს მინიმუმ 850,000 აშშ დოლარის ანაზღაურებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები