LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამ ლევინისა და ბეჰატი პრინსლუს იშვიათი გამოჩენა და რომანტიკა წითელ ხალიჩაზე

147
Behati-adam-levine-tout-041524-8a4a2dcf620441c29ec5978475d25a48

ადამ ლევინისა და ბეჰატი პრინსლუს ოჯახური იდილია უკვე ათ წელს ითვლის. იმ ფონზე, როცა ვარსკვლავურ წყვილს ერთად იშვიათად ხედავენ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, მათი ყოველი გამოჩენა მედიის განხილვის თემა ხდება.

ამ დღეებში, Maroon 5-ის ვოკალისტი და Victoria’s Secret-ის მოდელი მეცნიერებისთვის განკუთვნილი დაჯილდოების საპატიო სტუმრები იყვნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ 45 წლის მუსიკოსი და 35 წლის ლამაზმანი ღონისძიების წითელ ხალიჩაზე ერთმანეთის მიმართ გრძნობებს არ მალავდნენ.

შეგახსენებთ, რომ ადამ ლევინისა და ბეჰატი პრინსლუს რომანი სტარტს 2012 წლიდან იღებს. ისინი 2014 წელს დაქორწინდნენ და სამი შვილი ჰყავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები