LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამ ლევინმა და ბეჰატი პრინსლუმ წამოზრდილი ქალიშვილი გამოაჩინეს (ფოტო)

136

მიმდინარე წლის დასაწყისში ადამ ლევინი და ბეჰატი პრინსლუ მეორედ გახდნენ მშობლები: წყვილს კიდევ ერთი ქალიშვილი – ჯიო გრეისი შეეძინა. ამ დრომდე ისინი პატარას ფართო მასებისთვის ჩვენებას ერიდებოდნენ, თუმცა ამ დღეებში მოდელმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც პატარას დანახვა მთლიანად არის შესაძლებელი.

ჩემს პირველ პატარას ხელში მეორე პატარა უჭირავს. ჩვენი გოგონები ისეთი ბედნიერები არიან, რომ მათი მამა ხარ, მე კი გამიმართლა, რომ ჩემი მეორე ნახევარი, საყვარელი მამაკაცი და მეგობარი ხარ. გვიყვარხარ. ცხოვრება შენთან ერთად უფრო და უფრო კარგი ხდება. მადლობა ჩემს მამას, რომ ის მამაკაცის მაგალითი იყო და სწორედ მან მიჩვენა, როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი მომავალი მეუღლე და შვილების მამა. მადლობა, რომ მსოფლიოში საუკეთესო მამა ხარ!“-დაწერა მოდელმა სოციალურ ქსელში. ეს ემოციური პოსტი მან ცნობილ მუსიკოსს მამების დღესთან დაკავშირებით მიუძღვნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები