LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამ ლევინმა „ორსული“ ფოტო გამოაქვეყნა

59

ადამ ლევინმა ორსულის ფორმა მოირგო. თავის „ინსტაგრამზე“ მუსიკოსმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის ფეხმძიმე ცოლთან, მოდელ ბეჰატი პრინსლუსთან ერთად არის გადაღებული. „მე-20 კვირა და როგორც იქნა, მუცელი იზრდება“ – დააწერა ფოტოს ადამ ლევინმა.

შეგახსენებთ, რომ მუსიკოსსა და მოდელს ქალიშვილი ეყოლებათ, ეს ინფორმაცია სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

„ის კარგად არის. ერთადერთი უცნაურობა, რაც ბოლო დროს ამოიჩემა საზამთროა, მეც მიხარია, საზამთრო გემრიელი და სასარგებლოა. მიხარია, რომ მჟავე კიტრი ან სხვა რამეები რომ არ უნდება“, – განაცხადა ადამმა მეუღლის შესახებ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში.

behati-adam-instagram-zoom-974a033b-df50-441d-a45f-97b8af53981e-620x620 (1)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები