ზუსტად 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეკრანებზე გამოვიდა დენის დუგანის კინოკომედია „დიდი მამა“, სადაც მთავარ როლებს ადამ სენდლერი და კოულ პრაუსი ასრულებენ. ფილმი მამა-შვილის ურთიერთობაზე გვიყვება, ადამ სენდლერის გმირი მოულოდნელად იგებს, რომ შვილი ჰყავს და თავგადასავალი აქედან იწყება.
ამჯერად 53 წლის ადამ სენდლერი და 27 წლის კოულ სპრაუსი ახალი ფილმის პრემიერაზე შეხვდნენ ერთმანეთს. საუბარია ახალ კრიმინალურ ტრილერზე „შეუზღუდავი ძვირფასეულობა“, სადაც სენდლერი მთავარ როლს ასრულებს.
მსახიობები ერთმანეთს ფილმის დაწყებამდე შეხვდნენ და ერთობლივი ფოტოებიც გადაიღეს.