მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი იმ ადამიანებზე წერს, ვინც დაუფარავად და დამცინავად აკეთებენ აქცენტს ასაკის მატებზე და იმაზე არც კი ფიქრობენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს თვითონაც დაბერდებიან.
“ხალხო, ეს რა ისტერიკაა, “დაბერდი” ხო? ადამიანები ბერდებიან და მეც ვბერდები. რატომ წერთ ამას თავმომწონედ, თითქოს რამე შეცდომა დამეშვას, ან რამეში მაჯობეთ, თქვენი მიღწევა არაა, თუ ვინმეზე გვიან დაიბადეთ, ან ვინმეზე გვიან გიჩნდებათ ნაოჭები.
ხო , შესაძლოა თქვენი აზრით დავბერდი (მე იმაზე ახალგაზრდად ვგრძნობ თავს ვიდრე 10 წლის წინ),
მაგრამ ამას ასე ირონიით რატომ წერთ?
ჩემი დაბერება თქვენი წარმატება რატომაა? ბოლო ვიდეოების კომენტარებს გადახედეთ, ვისაც არ გინახავთ და ნახავთ ამ თითქმის დამცინავ კომენტარებს.
ყველა უნდა დავბერდეთ და მოვხუცდეთ, თორემ 13 წლისა ვკვდებოდი და სულ ახალგაზრდა დავრჩებოდი მათ მეხსიერებაში ვისაც ვემახსოვრებოდი…
“წვერი გაიპარსე”, “რას გავხარ” … არ გიფიქრიათ, რომ ეს კომენტარები უბრალოდ ცუდად წარმოაჩენს თქვენს ადამიანობას?”- წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.
