LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადამიანები ბიზნესის უკან“ – თბილისში ორდღიანი ბიზნეს ფორუმი ჩატარდება

131
ბიზნეს ფორუმი

3-4 დეკემბერს, Pullman Tbilisi Axis Towers-ში, გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ორდღიანი ბიზნეს ფორუმი „ადამიანები ბიზნესის უკან“ გაიმართება.

ღონისძიების შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ გაყიდვების ასოციაციის პრეზიდენტმა დავით ჩიკვაიძემ ისაუბრა:

3 დეკემბერს დახურული ბიზნეს კონფერენცია ჩატარდება, სადაც გაყიდვების ასოციაციის წევრები მოუსმენენ სპიკერებს, დაესწრებიან პანელურ დისკუსიას და შეძლებენ გაეცნონ ბაზრის უახლეს ტენდენციებსა და განვითარების მიმართულებებს.

4 დეკემბერს კი, 14:00 საათიდან 20:00 საათამდე, 60-მდე კომპანიის მონაწილეობით მულტისექტორული გამოფენა მოეწყობა.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები ისეთი სფეროებიდან, როგორებიცაა: სამშენებლო-დეველოპერული, საფინანსო, IT და ტექნოლოგიები, სტამბა-სარეკლამო, აგრარული, ლოგისტიკა-გადაზიდვები, საინჟინრო, ჰორეკა და სხვა.

დასწრება თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g