LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანები მთვარის და მარსის კოლონიზაციას 2040 წლისთვის შეძლებენ

113
Capture

ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) 2040 წლისთვის მარსზე ადამიანების დასახლებას აპირებს. შესაბამისი ინფორმაცია სააგენტომ ახალ დოკუმენტაციაში გაავრცელა.

სპეციალისტები გეგმავენ, რომ მთვარესა და მარსზე ავტონომიური დასახლება შექმნან, დანერგონ სიცოცხლისთვის აუცილებელი ყველა სისტემა, მისიების განვითარებისთვის კიდევ უფრო განავითარონ ხელოვნური ინტელექტი და კოსმოსში ნაგებობების ასაშენებლად 3D პრინტერი გამოიყენონ.

დოკუმენტში ნახსენებია კოსმოსური ინტერნეტის იდეაც, რომელიც დედამიწას, თანამზგავრებს და შორეულ კოსმოურ ხომალდებს გააერთიანებს.

ESA-ს გენერალური დირექტორის იოზეფ აშბახერის თქმით, მომავალი 15 წელი კოსმოსის ათვისების თვალსაზრისით ნამდვილად გარდამტეხი იქნება. ადამიანისთვის ორბიტის მიღმა იმდენად კომფორტული პირობები შეიქმნება, რომ დედამიწის გარეშე ყოველდღიური ცხოვრების საშუალებას მისცემს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები