LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანები, რომლებიც ფილმის დროს ტირიან, ყველაზე ძლიერები არიან

27206
cry

სანამ ზოგიერთ დასცინიან, თუ ის საჯაროდ ტირის ფილმების ყურების დროს, ამასობაში აღმოჩნდა, რომ ასეთი ადამიანები იმაზე ძლიერები არიან, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. ისინი რეალურ ცხოვრებაში ბევრი მიმართულებით ავლენენ თავიანთ ძლიერ მხარეს. 

კვლევამ, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩატარდა, ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოგვცა. თუ თქვენ სენსიტიური ადამიანი ხართ, ეს უნდა იცოდეთ:

სუსტ ადამიანებს არ შეუძლიათ პატიება, პატიება ძლიერი ადამიანების ხვედრია - მაჰათმა განდის გამონათქვამები (ფორტუნა აკადემია)

მოჰანდას კარამჩანდ განდი ინდოელი ხალხის ეროვნული წინამძღოლი იყო. საზოგადოება მას მაჰათმა განდის სახელით იცნობს, რაც  იშიფრება როგორც „პატივსაცემი მოხუცი“. განდიმ ინდოეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი შეარსულა, მან მონაწილეობა მიიღო ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვებაში. 18 წლის განდი ინგლისში სამართლის სასწავლებლად გაემგზავრა. მოგვიანებით იგი გახდა პოლიტიკური აქტივისტი, რათა შეეცვალა ის კანონები, რომლებსაც უსამართლოდ მიიჩნევდა. ის თანასწორობისა და ადამიანის […]

ნეიროეკონომისტი პაულ ზაკი ამბობს, რომ როდესაც ადამიანები ემოციურ ისტორიებს ისმენენ ან უყურებენ, რაც რეალური არ არის, ისინი გმირების მდგომარეობაში შედიან, ვერ ეხმარებიან, მაგრამ მათ სიტუაციაში წარმოიდგენენ თავს, რაც ეხმარებათ გაძლიერებაში. 

ჩვენ იმიტომ ვტირით, რომ მოვლენებს ისე ვგრძნობთ, თითქოს ჩვენ თავს ხდებოდეს, ამბავთან უშუალო კავშირში ვართ. ეს ცვლილებები გვეხმარება, წარმოვიდგინოთ, მსგავს სიტუაციებში რას ვიზამდით. ამ ეფექტს ოქსიტოცინი ჰქვია. 

“როცა ვტირით, საკუთარ თავს ვახსენებთ, რომ მსგავსი გამოცდილების წინაშე შეიძლება ჩვენ ვიყოთ. ადამიანები, რომლებიც ფილმის ყურებისას ტირიან, რეალურ სიტუაციებში გაცილებით მარტივად ერგებიან სიტუაციებს”, – ნათქვამია კვლევაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები