LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანები, რომლებიც ხშირად ტირიან, შინაგანად ძლიერები არიან

1806

ყველა ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ტირის, მაგრამ რატომღაც ცრემლები ურთიერთობაში მაინც ნეგატიურად ითვლება.

სინამდვილეში ცრემლები ყოველთვის სისუსტეზე არ მიანიშნებს, ეს უბრალოდ ემოციის გამოხატვის საშუალებაა.

ტირის ყველა, მაგრამ ზოგიერთი მუდმივად, ზოგი კი მთელი ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერმე.

კანადის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა, კვლევა ჩაატარეს, რომლის მიხედვითაც ის ვინც ხშირად ტირის უკეთ იტანს სტრესს, ვიდრე ის ვინც იშვიათად ავლენს ამ “სისუსტეს”.

 

რამდენიმე საინტერესო ფაქტი ტირილის შესახებ:

  • ტირილი ახასიათებთ იმ ადამიანებს, ვისაც კარგი მეგობრობა შეუძლიათ. ასეთი ტიპები ტკივილს დიდხანს არ იჩერებენ და ნეგატივს არ გასცემენ.
  • ტირილი მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანს საკუთარი გრძნობების გამოხატვის არ ეშინია და სწავლობს მასთან გამკლავებას.
  • ხშირი ტირილი მიანიშნებს შინაგან სიძლიერეზე.
  • ისინი, ვისაც ტირილი არ აშინებთ, უფრო ძლიერები არიან მათზე, ვინც ხალხში ტირილისგან თავს უკავებს.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g