ნანუკა ჟორჟოლიანი მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს.
„ჩემო საყვარელო, ძალიან ძვირფასო ადამიანებო. მიყვარხართ თქვენი სოლიდარობის გამო! როგორც ირმა ინაშვილი იტყოდა, ყველა დაგიმახსოვრეთ… ამ ყველაფრის მიზანი მხოლოდ დაშინებაა. ჩვენი პასუხია, არც ერთი ნაბიჯი უკან. ქველმოქმედება არ გაჩერდება! პატიმრების დახმარება არ გაჩერდება! ჩვენი ბრძოლა არ გაჩერდება! ლობიანების დარიგებაც კი, არ გაჩერდება“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.