LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადამიანებს სურთ მოგზაურობა“ – Wizz Air ფრენებზე მოთხოვნის აღდგენის თარიღს ასახელებს

159
E405E85A-09D7-49A0-96D4-D9E81714A6B6-w1597-n-r1-st

Wizz Air-ის გენერალური დირექტორი ჯოზეფ ვარადი ​ავიაგადაზიდვებზე მოთხოვნის აღდგენას 2021 წლის შემოდგომიდან ელოდება. ვარადის კომენტარს „ავიანიუსი“ ავრცელებს.

დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი იმედოვნებს, რომ მომავალი წლის შემოდგომიდან COVID-19-თან დაკავშირებული სიტუაცია დაწყნარდება, რისი მაპროვოცირებელიც ვაქცინის ხელმისაწვდომობა გახდება.

„ადამიანებს სურთ მოგზაურობა. შეზღუდვების მოხსნის მომენტში მოთხოვნა მკვეთრად იზრდება. გაზაფხულსა და ზაფხულში მგზავრთა გადაადგილების მხრივ უფრო პოზიტიურ ცვლილებებს ველოდები”, – განაცხადა ვარადიმ.

Wizz Air-მა და AirBaltic-მა საქართველოსკენ უკვე განახლებული ფრენები ისევ გააუქმეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები