LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანებში, ვისაც ფილერი აქვთ გაკეთებული, “მოდერნას” ვაქცინამ შესაძლოა, მწვავე ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს

13842
BeFunky-collage (4)

“მოდერნას” ვაქცინამ სახის კოსმეტიკური ფილერების მქონე ზოგ ადამიანებში შესიება და ანთება გამოიწვია. ვაქცინის პირველი გვერდითი მოვლენის შესახებ ინფორმაციას “Foxnews”-ი ავრცელებს.

დოქტორი შირლი ჩიმი აცხადებს, რომ იმუნური რეაქცია, რომელსაც ვაქცინა იწვევს, უფრო ძლიერია იმ ადგილებში, სადაც ორგანიზმში არაბუნებრივი ნივთიერებებია.

”ასე რომ, ლოგიკურია, რომ იმუნურ პასუხს ნახავდით გარკვეულ ადგილებში, სადაც ისინი ხედავენ რაიმე ნივთიერებას, რომელიც არ არის თქვენს სხეულში ბუნებრივი.” – აცხადებს ექიმი.

მისივე განმარტებით, პაციენტებს ჰქონდათ შეშუპება და ანთება იმ მიდამოებში, სადაც გამოყენებული იყო ფილერი.

მედიკოსის განცხადებით, მიუხედავად ამ გვერდითი ეფექტისა ვაქცინის მიღება არ უნდა შეწყდეს.

“ყველა პაციენტს უმკურნალეს და რეაქციები ჩაცხრა” – აცხადებს შირლი ჩიმი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები