გუშინ, შოუში Jimmy Kimmel Live „ადამიანი ობობას“ ახალი ტრეილერის პრემიერა შედგა, სადაც მთავარ როლებს ტომ ჰოლანდი და რობერტ დაუნი-უმცროსი ასრულებენ. პარტნიორობას მათ ჯონ ფავრო, დონალდ გლოვერი, მაიკლ კიტონი და სხვა მსახიობები უწევენ. ფილმის რეჟისორი ჯონ უოტსია.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდამდე, ადამიანი-ობობას როლს ტობი მაგუაირი და ენდრიუ გარფილდი ასრულებდნენ.
სიუჟეტის მიხედვით, პიტერ პარკერი თავის მენტორთან, ტონი სტარკთან სწავლობს, რათა ბოროტი კიტონი დაამარცხოს.
ამერიკულ კინოგაქირავებში ფილმი 2017 წლის 7 მაისს გამოვა.