„ადამიანი-ობობა: სახლში დაბრუნება“ 2017 წელს გამოსულ კომიქსებს შორის ყველაზე შემოსავლიანად დასახელდა. ფილმს ამ ტიტულია მოპოვებაში ჩინური ბაზარი დაეხმარა. ჯამში პროექტის მოგებამ ამ დროისთვის 874 მილიონი დოლარი შეადგინა.
ამ გზით მან პირველი ადგილი Marvel-ის „გალაქტიკის მცველები 2“-ს „წაართვა“, რომელიც მოწინავე პოზიციას 864 მილიონით იკავებდა, მესამე პოზიციაზე კი „ქალი-საოცრება“ 819 მილიონით იმყოფება. იმის გამო, რომ ზოგიერთ ქვეყანაში „ადამიანი-ობობას“ ეკრანიზაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მისი შემქმნელები ამ რიცხვის 900 მილიონ დოლარამდე გაზრდას ელოდებიან.
ფილმის მომდევნო ნაწილი ეკრანებზე 2019 წელს გამოვა, ხოლო მთავარ როლს მასში ტომ ჰოლანდი შეასრულებს.