„ადამიანი-ობობის“ შემქმნელებმა ფილმის თრეილერი წარმოადგინეს, რომელიც ყველასთვის ნაცნობი სიუჟეტით ვითარდება: სკოლის მოსწავლე პიტერ პარკერს რადიოაქტიური ობობის კბენის შედეგად განსაკუთრებული უნარი განუვითარდება. თუმცა ამ ვერსიაში მას ბევრი სხვა მტერი ჰყავს და სუპერგმირს მათთან თანაცხოვრების სწავლა მოუწევს.
ფილმში ტომ ჰოლანდის გარდა რობერტ დაუნი უმცროსი, მარისა ტომეი, დონალდ გლოვერი და სხვა ვარსკვლავები მონაწილეობენ.