LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანი უნაღდო ანგარიშსწორებით მეტს ხარჯავს, ვიდრე ნაღდი ფულით

132
contactless-payment-concept-female-customer-holding-930x563

ახალი კვლევის მიხედვით, უნაღდო ანგარიშსწორება მეტს გვახარჯვინებს.

ავსტრალიის ადელაიდის უნივერსიტეტისა და მელბურნის უნივერსიტეტის ჯგუფმა 71 კვლევის მეტა-ანალიზი ჩაატარა. 17 სხვადასხვა ქვეყანაში ხარჯვის ქცევები შეისწავლეს.

ტერმინალზე ტელეფონის ან ბარათის დადებისას ადამიანი ვერ ხედავს რამდენს იხდის და უფრო „თამამია“.

მკვლევარები ურჩევენ, რომ:
„დაგეგმილზე მეტის დახარჯვის თავიდან ასაცილებლად, სადაც შესაძლებელია, ატარონ ნაღდი ფული, რადგან აქ თვითკონტროლი ირთვება. ნაღდი ფულის გამოყენებისას, ადამიანები ფიზიკურად ითვლიან და ხელიდან ხელში გადასცემენ ბანკნოტებს, რითაც ხარჯვა უფრო თვალსაჩინო ხდება. თუ ფიზიკურად არაფერს აწვდით ხელში, ადვილია დაკარგო კონტროლი“.

ექსპერტების ვარაუდით, უნაღდო ანგარიშსწორებაზე გადასვლა თითქმის გარდაუვალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები