LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ საააკაშვილის საჩივარი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობას და მის მიმართ მოპყრობას შეეხებოდა: იუსტიციის მინისტრის მოადგილე

161
dzamashvili-12 (2)

იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობას და მის მიმართ მოპყრობას შეეხებოდა.

მისი შეფასებით, აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში სრულიად დაცულია.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობას და მის მიმართ მოპყრობას შეეხებოდა. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, ამ საქმეში არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რომლის გამოც საჭირო იქნებოდა საკითხის დამატებითი შესწავლა. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და მის მიმართ მოპყრობა სრულ შესაბამისობაშია ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან და მისი უფლებები და ინტერესები სრულად დაცულია“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g