LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტი საქართველოს სწორედ „ქართულმ აოცნებამ“ დაუბრუნა”- რატი იონათამიშვილი

137
რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შეფასებისას აცხადებს, რომ „ქართული სასამართლოები წარმატებით აბარებენ სტრასბურგის ტესტს, ავტორიტეტულ საერთაშორისო კვლევებში მოწინავე ადგილზეა ქართული მართლმსაჯულება, სანდოობის თვალსაზრისით კი ნატოს და ევროკავშირის არაერთ ქვეყანას უსწრებს”. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, იონათამიშვილის თქმით, საქართველოს ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტი სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დაუბრუნა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში შეფასებითი ნაწილი არ არის ხოლმე, მასში ძირითადად მოყვანილია ციტატები, მათ შორის სახალხო დამცველის. შესაბამისად, რეაქციები, რაც მის ავტორებს შემდეგ აქვთ ხოლმე, ცოტა უხერხულია, სულ მცირე, არაპროფესიონალიზმია, მაქსიმუმ მავნებლობაა მათი მხრიდან. ფაქტია, რომ ქართული სასამართლოები წარმატებით აბარებენ სტრასბურგის ტესტს. ასევე, ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო კვლევებში მოწინავე ადგილზეა ქართული მართლმსაჯულება. მნიშვნელოვანია, რომ სანდოობის თვალსაზრისით ის ნატოდა ევროკავშირის არაერთ ქვეყანას უსწრებს. ეს არის სწორი გზა. რაც შეეხება უფლებების დაცვის სტანდარტს, ეს არის მუდმივი პროცესი და აქ სიფხიზლე გვჭირდება. საქართველოს ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტი სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დაუბრუნა და ამის შესანარჩუნებლად ყველაფერს გავაკეთებთ“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

მაჭარაშვილი აშშ-ის სახდეპის ანგარიშზე: „უცხოელი იქნება თუ ქართველი, ქართველი ხალხის შეურაცხყოფასა და ტყუილების თქმას ყველამ თავი უნდა დაანებოს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g