LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადამიანს იმდენი საფიქრალი აქვს, თავისი საქმე, ოჯახი, პროექტი… და ვერ იფიქრებს იმაზე, ვინმეს ქუჩაში ხომ არ სძინავს.. მე კი მივხვდი, რომ მე უნდა მეფიქრა ამაზე“ – როგორ დაიწყო ხალხის დახმარება აკა სინჯიკაშვილმა

116
Capture

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი ამბობს, რომ ადამიანების დახმარება მისთვის ერთდღიანი გადაწყვეტილება არ ყოფილა – ყველაფერი მცირე ნაბიჯებით დაიწყო.

ამის შესახებ მან „ცნობისმოყვარე პოდსკასტში“ სტუმრობისას ისაუბრა.

„ასე არ ყოფილა, რომ დილიდან გადავწყვიტე და ეს საქმე დავიწყე. თავიდან სკოლაში ვინმეს ვეხმარებოდით ერთად, მეგობრებთან ერთად. მერე კიდევ ვიღაცას, მერე სხვას… და მერე უკვე თავისთვის ვიქეცი იმ აზრზე, რომ ეს რაღაც ჩემი ვალდებულებაა,“ – იხსენებს აკა სინჯიკაშვილი.

მისი თქმით, დღეს მისი მთავარი მიზანი ქუჩაში მცხოვრები ადამიანების დახმარებაა.

„ადრე ასე არავინ დადიოდა ღამით ქუჩებში, არავინ ეძებდა, ვინმე ხომ არ დარჩა გარეთ. ახლა კი ვცდილობთ, თითოეულს მაინც მივეხმაროთ იმით, რაც შეგვიძლია. ყველას საცხოვრებელს ვერ ვაძლევთ, მაგრამ ადგილზე რასაც სჭირდებათ- საჭმელი, ტანსაცმელი, წამალი“, -ამბობს ქველმოქმედი.

როგოც აკა სინჯკიკაშვილი ამბობს, კეთილი ადამიანები ბევრია, თუმცა ხშირად მათ უბრალოდ შეხსენება სჭირდებათ.

„ადამიანს იმდენი საფიქრალი აქვს, თავისი საქმე, ოჯახი, პროექტი… და ვერ იფიქრებს იმაზე, ვინმეს ქუჩაში ხომ არ სძინავს. მე კი მივხვდი, რომ თუ ჩვენც არ ვიფიქრებთ, საერთოდ აღარავინ იფიქრებს,“ – ამბობს აკა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g