LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანთა წრე, ვისაც სანქციები შეეხება შეზღუდული იქნება და იტყუებით – სამადაშვილი თალაკვაძეს

54

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი ვარაუდობს, რომ იმ ადამიანთა წრე, რომლებიც ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში იქნება, ძალიან შეზღუდული იქნება.

სამადაშვილმა პარლამენტის რეზოლუციის პროექტის განხილვაზე პროექტის წარმდგენს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს, მიმართა, ჩამოთვალოს რამდენიმე ადამიანი, ვინც ამ სიაში მოხვდება.

“რეალურად ატყუებთ საზოგადოებას, თითქოს დაეთანხმეთ რაღაც შემოთავაზებას ქმედით ნაბიჯებთან დაკავშირებით,” – აღნიშნა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, ამ რეზოლუციის პროექტში არ არის გზავნილი, რომ რუსეთმა აიღოს საკუთარ თავზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულება.

“ამ რეზოლუციის ტექსტში თქვენ დაგვპირდით, რომ ჩაიწერებოდა ერთმნიშვნელოვანი გზავნილი, რომ რუსეთმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე იურიდიული ძალის მქონე ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულება. გავეცანი ყურადღებით ტექსტს და ეს მოთხოვნა ამ ტექსტში არ გაჟღერებულა,” – აღნიშნა სამადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g