აშშ-ში მოღვაწე ქართველი მეცნიერი ცოტნე ჯავახიშვილი, რომელიც კალიფორნიის ბიოსამედიცინო კვლევების ინსტიტუტში ექსპერიმენტული მედიცინისა და ბიოინჟინერიის დეპარტამენტში მუშაობს “ფაიზერთან” დაკავშირებით დეტალებს ასაჯაროებს.
როგორც ჯავახიშვილი წერს, “ფაიზერს” მთელს მსოფლიოში დაახლოებით 40 კონტრაქტი აქვს ბიოტექნოლოგიურ კომპანიებთან.
თავის კონტრაქტორებთან კი “ფაიზერი” პრე-და კლინიკური კვლევების თითქმის ყველა მონაცემს ამოწმებდა.
ჯავახიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ADE -ზე კამათი დროის კარგვაა.
“ფაიზერს დაახლ 40 კონტრაქტი აქვს ბიოტექნოლოგიურ კომპანიებთან. მთელ მსოფლიოში. იგივეს აკეთებენ სხვა ფარმაგიგანტებიც. მაგ როში, მერკი, ნოვარტისი…
ტექნოლოგიები იბადება და მუშავდება პატარა კომპანიებში. დიდი ფარმები ყიდულობენ ამ ტექნოლოგიებს (ან თვითონ ბიოტექებს). ინდუსტრიული სიმძლავრეები მხოლოდ მათ აქვთ. Pfizer-BioNtecch ალიანსი ერთერთი მაგალითია.
კორონა პანდემიის განსაკუთრებულობის გამო ფაიზერი თავის კონტრაქტორებთან პრე- და კლინიკური კვლევების თითქმის ყველა მონაცემს ამოწმებდა. უფრო სწორედ, ამოწმებინებდა. ასეთი მიდგომის უპირატესობა ე წ ჯვარედინი კონტროლია. ეს გასაგებია. სხვათა შორის ბოლოს ყველა მონაწილის შედეგი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო. ცხადია კონფიდენციურობის ფარგლებში. ეს კერძო ინიციატივა და კერძო კონტრაქტებია. არც კი ჩნდება FDA ს დოკუმენტაციაში.
ერთერთი პარამეტრი (სხვა ბევრ და ბევრად უფრო მნიშვნელოვანთან ერთად) ჯერ კიდევ ვაქცინაზე მუშაობის გარიჟრაჟზე, იყო სწორედ ADE, ის რამაც როგორც ვხვდები რაღაც ალიაქოთი გამოიწვია (ზუსტად არ ვიცი რატომ ჩვენთან, და თან მაინცდამაინც ეხლა).
> ADE ს შემოწმების მეთოდი სტანდარტული და უმარტივესია. ეს ისედაც კეთდება ყველა ბიოტექში ვინც ანტისხეულებზე და ADC ზე მუშაობს. ADC სხვა რამეა -Antibody Drug Conjugate, ADE ში არ აგვერიოს.
ხოდა, რატო გამიგრძელდა სიტყვა – რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი და რისი უფლებაც მაქვს იმას მოგახსენებთ – მსოფლიოს საუკეთესო ბიოტექების საერთო დასკვნა: ფაიზერის ვაქცინის დიზაინში ADE ს რაოდენობრივი მახასიათებელი “დეტექციის მიღმაა” ან “დაბლა”, (below detection). როგორც გაირკვა, ფაიზერმაც იგივე შედეგი მიიღო, ანუ ვერც მათ დაინახეს.
თუ ასეთი ლაბორატორიების შესაძლებლობებში ეჭვი გეპარებათ – მთლიანი კორონავირუსის ხელოვნურად აწყობა, ნულიდან, 7 დღეში ხდება. ჩვენ სინთეტური ბიოლოგიის ეპოქაში ვცხოვრობთ.
ჩვენში დარჩეს და ამაზე წერა, და მითუმეტეს კამათი დროის კარგვაა. სხვა ბევრად საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბები ხდება კორონა სამყაროში.
> რაც შეეხება კორონას გენომის ერთი ნაგლეჯის რევერს ტრანსკრიპციის გზით ჩვენი “გენეტიკის” შეცვლა – ბიოლოგიურად შეუძლებელი რამეა. სომატურს დ გამეტურს შორის განსხვავება ხო გვახსოვს სკოლის ბიოლოგიიდან? გვახსოვს.”-წერს ცოტნე ჯავახიშვილი.
