LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს, ამასაც აპატიებენ მის მიერ დაფრთიანებული კადრები ისევე, როგორც 4 დადასტურებული დანაშაული აპატიეს: პაპუაშვილი

83
Untitled design (5)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი ეხმიანება იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს.

პაპუაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს, რომ ამ გადაწყვეტილებას მის მიერ დაფრთიანებული კადრები ისევე აპატიებენ, როგორც 4 დადასტურებული და 3 განხილვაში მყოფი დანაშაული აპატიეს:

“ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს. ამასაც აპატიებენ მის მიერ დაფრთიანებული, დღემდე მისით აღფრთოვანებული და ჩვენთვის ადამიანის უფლებებზე ლექციების მკითხველი კადრები. ისევე, როგორც 4 დადასტურებული და 3 განხილვაში მყოფი დანაშაული აპატიეს.

მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა:
1. აკურას ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე – 1 წელი და 6 თვე;
2. ტვ იბერიის საქმეზე – 1 წელი და 6 თვე;
3. ბანკი ქართუს გაკოტრების საქმეზე – 5 წელი და 3 თვე;
4. კობა დავითაშვილის ცემის საქმეზე – 6 წელი.

ბრალდებულია:
1. რობაქიძის საქმეზე;
2. ტელეიმედის, 2007 წლის 7 ნოემბრის და ბადრი პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევის საქმეზე;
3. ე.წ ციხის კადრების საქმეზე.” – წერს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას ითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები