LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადეკვატური ადამიანები ჩანდნენ, მკითხეს, ბინა ნამდვილად 22-ე სართულზე იყო თუ არა“ – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ისანში კორპუსიდან გადმოვარდნილ ოჯახზე

2238
ტრაგედია ისანში

4 ოქტომბერს, თბილისში, ისანში, ნავთლუღის ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა – საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, საბავშვო მოედანზე ნახეს სამი ადამიანის ცხედარი, მათ შორის იყო ერთი ბავშვი.

„ბინიდან ჯერ პარკი გადმოვარდა, ტანსაცმელები იდო… წამებში გადმოვარდა ბავშვი, მერე დედა და ბოლოს მამაკაცი…“ – რას ჰყვებიან ადგილობრივები ისანში მომხდარ ტრაგედიაზე

გამოძიების ვერსიით, სამივე ადამიანი კორპუსის 22-ე სართულიდან გადმოვარდა.

„როგორც ჩემმა შვილმა მითხრა, ღამით რაღაც ყვირილის ხმა იყო, კედელზე აბრახუნებდნენო…“- რას ამბობენ ადგილობრივები ისანში წუხელ მომხდარ შემზარავ ტრაგედიაზე

მოგვიანებით, მომხდართან დაკავშირებით, გარდაცვლილების მეზობლებმა მედიასთან ისაუბრეს. ერთ-ერთმა მეზობელმა კი თქვა, რომ გაიგო, როგორ კითხულობდა ერთ-ერთი პოლიციელი წერილს, რომელიც კაცის ჯიბეში იპოვეს.

„წერილი რუსულ ენაზე იყო დაწერილი. შინაარსი, რომელსაც ყური მოვკარით, დაახლოებით ასეთი იყო – ჩვენ არ ვართ მორწმუნეები და რაც დაგვემართა, ჩვენი ბრალიაო“, – აღნიშნა მეზობელმა.

„[წერილის] შინაარსი დაახლოებით ასეთი იყო – ჩვენ არ ვართ მორწმუნეები და რაც დაგვემართა, ჩვენი ბრალიაო“ – ისანში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

გარდაცვლილების ვინაობა ექსკლუზიურად გაარკვია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კურიერი P.S.“-მა. როგორც გადაცემის სიუჟეტიდან ირკვევა, გარდაცვლილები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები – 48 წლის ელენა ზინინა, 48 წლის ვლადიმირ ბოჭკო და 13 წლის ალექსანდრ ზინინი, არიან.

„კურიერი P.S“-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საქართველოში ჯერ მამაკაცი და არასრულწლოვანი შემოვიდნენ, მოგვიანებით კი მათ მოზარდის დედაც შეუერთდათ.

„ოჯახი თბილისში სხვადასხვა მისამართზე ცხოვრობდა, პირველ ოქტომბერს კი, გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, მათ სახლი ისანში, საცხოვრებელი კომპლექსის ბოლო სართულზე იქირავეს. „კურიერი P.S.-მა” გაარკვია უძრავი ქონების აგენტის ვინაობაც, რომელსაც ოჯახთან ბოლო კომუნიკაცია ჰქონდა. თამარ კონცელიძე გვიყვება, რომ, მდგმურების მოთხოვნით, ბინა რაც შეიძლება მაღალ სართულზე უნდა ყოფილიყო:

„ბინა, ჯამში, 2 დღით იქირავეს. სრულიად ადეკვატური ადამიანები ჩანდნენ. თვითონ მკითხეს, ბინა ნამდვილად 22-ე სართულზე იყო თუ არა… ბინაში სისუფთავე იყო, ყველაფერი დაწკრიალებული იყო“ – აღნიშნავს თამარ კონცელიძე.

ბინა ნომერი 81 ახლაც დალუქულია. აქ საგამოძიებო მოქმედებების კვალი ადვილად შესამჩნევია. ჩვენი ინფორმაციით, შიგნით შესულ სამართალდამცველებს ადგილზე უცნაური სურათი დახვდათ – სახლი საგანგებოდ იყო დალაგებული, ჭურჭელი ახლად გარეცხილი, ბინაში არ იყო არანაირი პირადი დოკუმენტი ან იდენტიფიცირებისთვის საჭირო რაიმე ნივთი. მეზობლებს არ გაუგიათ არათუ ხმაური, არამედ რაიმე საეჭვო გადაადგილებაც კი. მკვლელობის ვერსია გამოირიცხა, რადგან კორპუსში დამონტაჟებული ვიდეო კამერის ჩანაწერებმა აჩვენა, რომ ბინაში, ოჯახის გარდა, სხვა პირი არ იმყოფებოდა – და რა მოხდა სინამდვილეში?

წერილი, რომელზეც ადგილობრივები საუბრობენ, „კურიერი P.s.-ისთვისაც“ გახდა ცნობილი. გავარკვიეთ, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე 22-ე სართულიდან ჯერ პარკში გახვეული ფეხსაცმელები გადმოყარეს. იქვე მიმაგრებული იყო წერილი, სადაც გარდაცვლილთა რელიგიურ შეხედულებებზეა საუბარი. წერილში ნახსენებია რამდენიმე სახელიც. ოჯახი, მათ მადლობას უხდის.

წერილის შინაარსი ადგილობრივებს აფიქრებინებს, რომ მომხდარი შესაძლოა სახიფათო რელიგიურ კულტს უკავშირდებოდეს. ეჭვებს ამყარებს კომპლექსში დამონტაჟებული ვიდეოთვალის ჩანაწერებიც. „კურიერი P.S.“ შეგნებულად არ ასაჯაროებს, თუმცა კადრებში რამდენიმეწამიანი ინტერვალით ასახულია ჯერ არასრულწლოვანი ბავშვის ვარდნა, შემდეგ მამაკაცის და ბოლოს – ქალის.

მანანა ტუაევა, რომელიც დიდი ხანია რელიგიური სექტების ფსიქოლოგიას სწავლობს, „რუსთავი 2-თან“ ამბობს, რომ მსგავსი ხელწერით ტრაგედიები სხვადასხვა ქვეყანაშიც დაფიქსირებულა. ტუაევა არ გამორიცხავს, რომ ამ შემთხვევაშიც საქმე რომელიმე კულტს და ფანატიზმს უკავშირდებოდეს.

ნავთლუღის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას შინაგან საქმეთა სამინისტრო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს. „კურიერი P.S.-ის“ კამერამ საგამოძიებო მოქმედებები მრავალსართულიანი კორპუსის სახურავზეც დააფიქსირა. ერთ-ერთი ვერსიით, ტრაგედიამდე ოჯახი სწორედ კორპუსის სახურავზეც იმყოფებოდა. „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი ოჯახის ახლობლებისთვის მომხდარის შესახებ ცნობილია, თუმცა ცხედრები ამ დრომდე ექსპერტიზის ბიუროში რჩება. საგამოძიებო ორგანოს ჯერჯერობით არავინ დაჰკავშირებია“, – აღნიშნულია „კურიერი P.S.-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„უსულო საგნების გადმოყრას ჰგავდა… ჯერ მამაკაცი გადმოვარდა, შემდეგ – ქალი, შემდეგ – პარკი ჩამოაგდეს და ბოლოს ბავშვის ვარდნა დავინახე, მათი ბინა გარედან იყო დაკეტილი“ – ახალი დეტალები ისანში მომხდარ ტრაგედიაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g