რამდენიმე კვირის წინ, ბრიტანელმა მომღერალმა ადელმა განაცხადა, რომ მუსიკალური სცენის მიტოვებას, ამ დროის მთლიანად ვაჟიშვილისთვის დათმობას და მეორე შვილის გაჩენას აპირებს.
ამჯერად კი, როგორც ჩანს, ვარსკვლავმა გეგმები შეცვალა. მომღერალმა უკვე დაგეგმა ახალი კონცერტები. მომღერალი ისეთ ადგილებში გამოვა, სადაც აქამდე არ ყოფილა. ამ ეტაპზე ცნობილი ხდება, რომ ადელი ავსტრალიას ესტურება და თავისი ალბომის „25“ მხარდასაჭერ შოუს გამართავს.
ვარსკვლავი ბრისბენს, სიდნეის, მელბურნს, ადელაიას და სხვა ქალაქებს ესტუმრება. კონცერტების გამართვის კონკრეტული თარიღები ამ დროისთვის უცნობია.