ჯგუფ “OneRepublic”-ის ფრონტმენის, რაინ ტედერის ცნობით, ადელმა და ბიონსემ ახალი სიმღერა ჩაწერეს. მისივე ცნობით, აღნიშნული კომპოზიცია OneRepublic-ის ახალ ალბომში “Human” შევა. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, მუსიკოსის ცნობით, ფორტეპიანოზე ქოლთფლეის სოლისტი, კრის მარტინი უკრავს. აღნიშნულმა ინფორმაციამ სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს უბრალო ხუმრობაა.
შეგახსენებთ, ადელს 2016 წლიდან, სინგლის “Water Under the Bridge” შემდეგ არცერთი სიმღერა არ გამოუშვია. რაც შეეხება ბიონსეს, ის აქტიურ კარიერულ ფაზაში იმყოფება.