ინტერნეტ გამოცემა International Business Times იუწყება, რომ ადელმა უარი უთხრა ბიონსეს თანამშრომლობაზე. ბიონსე მთელი წლის მანძილზე ცდილობდა ადელთან კოლაბორაციას. წყარო იუწყება, რომ ბიონსე ადელს სტუდიაშიც კი ესტუმრა და მას სთხოვა ერთობლივი დუეტის ჩაწერა, თუმცა მომღერლისგან უარი მიიღო. შესაბამისად, ბიონსეს მცდელობა, სიმღერა შესულიყო მის ახალ აბომში, წარუმატებელი აღმოჩნდა.
რაც შეეხება ადელს, მან ბიონსესთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ კიდევ 2012 წელს გააკეთა: „მე ვგიჟდები ბიონსეზე. ვფიქრობ, რომ მისი მუშაობა შემოქმედებითი თვალსაზრისით, ნამდვილად შესაშურია.“ – წერდა ადელი.


