ადელი და მისი ბოიფრენდი, საიმონ კონეკი უკვე ხუთი წელია ერთად არიან. ამ დროის განმავლობაში მათ საერთო ვაჟიშვილიც შეეძინათ, თუმცა, წყვილი ურთიერთობის დაკანონებას არ ჩქარობდა.
ამჟამად კი, ინსაიდერების განცხადებით, სიტუაცია შეიცვალა. ცნობილი მომღერლის ხელზე ნიშნობის ბეჭედი ჟურნალისტებმა ამ დღეებში შენიშნეს. ადელის წარმომადგენლებმა ამ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთება არ მოისურვეს, თუმცა არაოფიციალური წყაროს ცნობით, მომღერლისა და მისი რჩეულის ნიშნობა შობის წინა დღეებში შედგა, რასაც, მათივე მტკიცებით ადელმა ყველაზე არარომანტიული და არაგლამურული მოვლენა უწოდა მის ცხოვრებაში.
