მუსიკის სამყაროს დაპყრობის შემდეგ, 29 წლის ადელი წინ მიიწევს: ბრიტანელი ვარსკვლავი ძალებს კინოში ცდის – საუბარია 1960 წლის ცნობილი მიუზიკლის „ოლივერის!“ კინოადაპტაციაზე, სადაც ადელი მთავარ როლზე მოიაზრება.
ცნობილი ხდება, რომ ეს საკმაოდ დიდი როლია და მომღერალი საკმაოდ სერიოზულად არის მის მიმართ განწყობილი, რადგან შეთავაზებამ ის ძალიან გაახარა.
„ოლივერი!“ – ჩარლზ დიკენსის „ოლივერს ტვისტის თავგადასავლის“ მოტივებზე შექმნილი ბრიტანული მიუზიკლია, რომლის დამდგმელიც ლაიონელ ბარტია.
1968 წელს, მის მიხედვით ფილმი უკვე გადაიღეს.