LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადელი ევროპის მასშტაბით ტურნეს იწყებს

45

ბრიტანელმა მომღერალმა ადელმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში პირველ დიდ ტურნეს გამართავს.

უფრო ადრე კი ადელმა განაცხადა, რომ მისი ახალი ალბომი „25“ ვერ იქნებოდა პოპულარული და ამიტომ, უმჯობესი იქნებოდა, დიდ ტურნეზე არ ეფიქრა, თუმცა, ალბომმა აშშ-ში 2 დღეში გაყიდვების ყველა რეკორდი მოხსნა, ადელის „25“-ის 2.5 მლნ ასლი გაიყიდა.

ტურნე ბელფასტიდან 29 თებერვალს დაიწყება და ანტვერპენში, ივნისში დასრულდება. ლონდონში O2 Arena-ზე ადელი მარტში ოთხ კონცერტს გამართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g