LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადელი კონცერტის დროს ინგლისურ ჩაის შეექცეოდა

86

ახალი ევროპული ტურნე ადელმა ბელფასტის კონცერტით გახსნა. 27 წლის მომღერალი ფინჯანით ხელში გამოვიდა სცენაზე და ინგლისურ ჩაის შეექცეოდა. ბევრი მიიჩნევს, რომ გრემისა და Brit Awards-ის ტრიუმფატორმა ამით ხაზი გაუსვა ბრიტანული ტრადიციების სიყვარულს, თუმცა ბევრი თვლის, ტომ ჩაის ადელი ყელის პრობლემების გამო სვამდა.

საბოლოოდ მომღერალმა ყველა ძველი და ახალი ჰიტი შესთავაზა მაყურებელს. შოუ მართლაც დაუვიწყარი გამოვიდა. მაყურებელი 2 საათით ადრე მივიდა საკონცერტო არენასთან და ძლიერი წვიმის მიუხედავად მორჩილად ელოდა საყვარელი მომღერლის გამოჩენას სცენაზე. ადელს ბელფასტის კონცერტზე შავი მბზინავი კაბა ეცვა Burberry -ს ახალი კოლექციიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები