LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადელი ლონდონში ახალ ალბომზე მუშაობს

121
download (7)

ბრიტანული პრესა ადელის შესაძლო მუსიკალურ დაბრუნებაზე ალაპარაკდა. ჭორებს საფუძველი მას შემდეგ ჩაეყარა, რაც ქსელში გავრცელდა არტისტის ფოტო ჩრდილოეთ ლონდონში მდებარე Church Studios-იდან.

აღსანიშნავია, რომ ეს სწორედ ის ხმის ჩამწერი სტუდიაა, სადაც მომღერალმა გახმაურებული ალბომის, 25 (2015) გარკვეული ნაწილი ჩაწერა.

წყაროების თანახმად, მომავალი მუსიკალური პროექტისთვის შემსრულებელი უფრო მეტად ინგლისური ჟღერადობის შექმნას ცდილობს, რათა თავის მშობლიურ ფესვებს დაუბრუნდეს.

მისი წინა ალბომის – 30 (2021) ძირითადი ჩაწერები აშშ-ში შედგა, რის გამოც როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, ჰოლივუდური ხასიათი ჰქონდა.

ცნობისთვის, თუ გავრცელებული ხმები ოფიციალურად დადასტურდა, ეს 2021 წლის ლონგფლეის შემდეგ ადელის პირველი მნიშვნელოვანი მუსიკალური სიახლე და რიგით მეხუთე სტუდიური ჩანაწერი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები