ადელის ახალი ალბომის, „25“-ის მხარდასაჭერი ტურნე მალე დასრულდება და ბრიტანელი მომღერალი გეგმავს, დროებით სცენას ჩამოშორდეს და მთელი დრო ოჯახს დაუთმოს.
როგორც გაირკვა, 28 წლის ვარსკვლავის გეგმებში მეორე შვილის გაჩენაც შედის. ამის შესახებ მან თავად განაცხადა ნეშვილში კონცერტის მსვლელობის დროს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მომღერალმა სურვილი გამოთქვა, რომ დაახლოებით 10 წელი აღარ გეგმავს აქტიურ მუსიკალურ საქმიანობას, რადგან სურს, რომ თავის ვაჟიშვილს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოს.