LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადელი პარალელურ რეჟიმშია“ – კრის ბრაუნმა ადელის სახლში ღამე გაატარა

161
safe-image

სულ ცოტა ხნის წინ, პაპარაცებმა ჰიპ-ჰოპ არტისტი, კრის ბრაუნი, ადელის ლონდონის სახლთან დააფიქსირეს. კრისი მასთან საღამოს, დაბურულ მინებიანი მანქანითა და დაცვის თანხლებით მივიდა, ბინა კი ღამის 2 საათზე დატოვა.

ინტერნეტში კომენტარები არ წყდება, საზოგადოების აზრი ორადაა გაყოფილი. ზოგი ამბობს, რომ ადელსა და ბრაუნს შორის რომანია გაჩაღებული, ზოგიც აცხადებს, რომ ისინი უბრალოდ კარგი მეგობრები არიან.

„ადელი პარალელურ რეჟიმშია“, – წერენ კომენტარებში. მომღერლის თაყვანისმეცემლებს გაოცების მიზეზი ნამდვილად აქვთ, ტაბლოიდები ირწმუნებიან, რომ არტისტის ახალი გულისწორი  რეპერი, ჯოზეფ ადენუგაა, ფსევდონიმით სკეპტა.

ცნობისთვის, სკეპტას სულ ცოტა ხნის წინ 38 წელი შეუსრულდა, ადელმაც არ დაიშურა თანხა და მას იუბილეზე 16 000 ფუნტად შეფასებული სამკაული, ოქროს ჯაჭვი აჩუქა. დასავლური პრესა წერს, რომ  წყვილმა ღამე ერთად გაატარა, მეორე დილას კი ადელმა რეპერს სიუპრიზი მოუწყო და ძვირადღირებული საჩუქარი გადასცა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები