LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადელი ქეით მიდლტონის დაბადების დღეზე იმღერებს

58

9 იანვარს ქეით მიდლტონი 34 წლის ხდება. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით სამეფო ოჯახი სპეციალურ წვეულებას მართავს, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრება. პრინცმა უილიამმა მეუღლეს უკვე მოუმზადა ორიგინალური საჩუქარი. მისი თხოვნით მიდლტონს დაბადების დღეზე მისი საყვარელი მომღერალი, ადელი უმღერებს.

მართალია ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ ადელი უკვე დათანხმდა წინადადებას, თუცმა არის ვერსია, რომ მომღერალი ჯერ კიდევ ფიქრობს. აქვე წვეულებაზე ადელის მეუღლე, საიმონ კონეკიც დაპატიჟეს, რომელიც პრინც უილიამთან ერთად სწავლობდა. ასევე ქეით მიდლტონის დაბადების დღეზე მიწვეულია ადელის ვაჟი ანჯელო, რომელიც პრინც ჯორჯს გაუწევს კომპანიონობას. ზოგიერთი წყარო ირწმუნება, რომ შესაძლოა ადელმა დატვირთული გრაფიკისა და ტურნეს გამო სამეფო ოჯახის ამ წინადადებაზე უარი თქვას.

 

page

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g