გამოცემა E! News ირწმუნება, რომ ის პირადად ესაუბრა ლაინელ რიჩის და მუსიკოსმაც დაადასტურა ინფორმაცია ადელთან თანაშრომლობის შესახებ. შეგახსენებთ, რომ ადელის ჰიტის Hello-ს გამოსვლის შემდეგ მედია წერდა ახალი სიმღერის და ლაინელ რიჩის 1983 წელს გამოსული სიმღერის ალიანსზე. ამ დრომდე ინფორმაციაზე მომღერლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. შესაბამისად E! News -ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ექსკლუზივია.
„ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობას და ეს კოლაბორაცია უკვე დაწყებულია, უბრალოდ ადელს აქვს ტურნე, რომელიც მან უნდა დაასრულოს. ის მთლიანად გადართულია ამაზე“- განუცხადა ლაინელ რიჩიმ გამოცემას. შეგახსნებთ, რომ ადელის სიმღერამ Hello გამოსვლიდან დღემდე გაყიდვების ყველა არსებული რეკორდრი მოხსნა, ხოლო ლაინერ რიჩის ამავე სახელწოდების მქონე სიმღერა 1984 წელს გრემის ორ ნომინაციაზე იყო წარდგენილი.