LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადელის გასეირნება ნიუ-იორკში შავი დრეს-კოდით (ფოტოები)

96

ადელი, რომლის ახალი ალბომი „25“ მალე გამოდის გაყიდვაში, სულ უფრო ხშირად ხდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ინტერნეტში მისი კიდევ ერთი პაპარაცული ფოტო მოხვდა, როცა მომღერალი ნიუ-იორკის Tribeca Grand Hotel-დან გამოვიდა. ქუჩაში სასეირნოდ ადელმა შავი ანსამბლი აარჩია, მოკლე შარვალი, ტოპი და ჟაკეტი. პაპარაცებისგან თავს ის დიდი შლიაპითა და შავი სათვალეებით იცავდა.

გრემის მფლობელი მომღერალი საქმიანი ჩანდა და ეს არც არის გასაკვირი. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მომღერალი კსავიე დოლანის ახალ ფილმშიც მიიღებს მონაწილეობას, სადაც საკუთარ თავს განასახიერებს. სწორედ დოლანი გახლავთ ადელის ახალი ვიდეოკლიპის რეჟისორი სიმღერაზე Hello, რომელსაც მილიონობით ნახვა აქვს ინტერნეტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g