ადელის კლიპმა Youtube-ზე 88 დღეში მილიარდ ნახვას გადააჭარბა, რითაც ბრიტანელმა მუსიკოსმა ცნობილი კორეელი რეპერის PSY-ს რეკორდი მოხსნა. ამ უკანასკნელის კლიპს სიმღერაზე Gangnam Style მილიარდი მომხმარებლის მოსაზიდად 158 დღე დასჭირდა. ადელის კლიპმა Hello კი, გამოსვლიდან პირველ 24 საათში 27 მილიონი ნახვა დააგროვა, რაც ამ დრომდე უპრეცედენტო შემთხვევაა.
ამ ეტაპზე PSY-ს ვიდეოს 2.5 მილიარდი ნახვა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადელი მას მალე გადაუსწრებს.