5 მაისს, ადელმა 30-ე იუბილე იზეიმა. მრგვალი თარიღი ბრიტანელმა ვარსკვლავმა თემატურად აღნიშნა. მისი შთაგონების წყარო 1997 წლის კინოჰიტი „ტიტანიკი“ გახდა.
მომღერალმა კეიტ უინსლეტის პერსონაჟის, როუზის იმიჯი მოირგო და სტუმრების წინაშე სწორედ ასე გამოცხადდა.
დრეს-კოდი სტუმრებმაც გაიზიარეს და ღონისძიებაზე სამაშველო ჟილეტებსა და იმ პერიოდის ჩაცმულობებით გამოცხადდნენ. ლეგენდარული გემის დიზაინით ვარსკვლავის სახლი მორთეს. ფოტოებიდან ჩანს, რომ თითოეულმა მათგანმა არაჩვეულებრივი.

