ადელი მსოფლიო სცენას სიმღერით „Hello“ დაუბრუნდა, რომელიც მომენტალური ჰიტი გახდა. ამჯერად, ბრიტანელმა მომღერალმა მეორე სიმღერა „When We Were Young“ წარმოადგინა. სიმღერის სრული ვერსია ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ ადელის მესამე სოლო ალბომი „25“ წლის ბოლომდე გამოვა. დისკის შეძენა iTunes-ზე უკვე შესაძლებელია. აღსანიშნავია, რომ ალბომმა გამოუსვლელად უკვე მოხსნა რეკორდი, მის რელიზამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და წინასწარ დისკის რეკორდული რაოდენობა უკვეშეუკვეთეს.