LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადელმა ცერემბრალური დამბლით დაავადებული 12 წლის თაყვანისმცემელი მოინახულა

131

27 წლის ბრიტანელი ვარსკვლავი ადელი ბელფასტის საბავშვო საავადმყოფოში 12 წლის თაყვანისმცემლის, რებეკა გიბნის მოსანახულებლად მივიდა. გოგონა ავად არის და იძულებულია, ცხოვრების უმეტესი ნაწილი საწოლში გაატაროს, მას ცერემბრალური დამბლა და ეპილეფსია აქვს. რებეკას ძალიან უყვარს მუსიკა და ადელი მისი საყვარელი მომღერალია. ახლა კი გოგონას უდიდესი ნატვრა აუხდა – მას ადელი ესტუმრა.

რებეკას დედამ, ტრეისიმ, გასულ წელს შვილის ოცნების შესახებ ყველას რომ გაეგო, დიდი კამპანია წამოიწყო. ტრეისი ხშირად უგზავნიდა ადელის მენეჯერს მეილს თხოვნით, გაეხარებინათ მისი შვილი.

ცოტა ხნის წინ კი იგი სილამაზის სალონში იმყოფებოდა, როდესაც დაურეკეს და უთხრეს, რომ ადელმა რებეკას სურათები ნახა და სურს, გოგონა მოინახულოს.

ადელის სტუმრობა რებეკასთვის ნამდვილი დღესასწაული აღმოჩნდა. მომღერალი გოგონას მიეფერა და მულტფილმებზე ისაუბრეს.

სამწუხაროდ, რებეკა იმდენად სუსტად არის, რომ ვერ შეძლებს, საყვარელი მომღერლის კონცერტს დაესწროს, თუმცა ადელმა ოჯახის წევრებს რამდენიმე ბილეთი მაინც დაუტოვა.

12781956_1714711565433131_218782762_n

adele

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g